ვინ ვართ ჩვენ



მისია და ხედვა


ნებისმიერი იდეა, რომელიც ერთი შეხედვით აუხდენელია და ოცნებების კატეგორიაში გადის, “არტივენთისთვის” მხოლოდ საინტერესო გამოწვევაა;

ხოლო ნებისმიერი ღონისძიება, რომელსაც „არტივენთი“ თქვენთვის დაგეგმავს, იქნება მხოლოდ თქვენი, უნიკალური და განუმეორებელი;

თქვენ დაგრჩებათ ბედნიერი წუთების მოგონება,“არტივენთი“ კი თავის პორტფოლიოს დაამატებს კიდევ ერთ, უნიკალურ პროექტს;


"არტივენთის" წარმატების ფორმულა აგებულია, როგორც შემოქმედებითი, ინდივიდუალური მიდგომებით თითოეულ ღონისძიებაზე, ასევე ეფექტური მენეჯმენტითა და მაღალკვალიფიციური პერსონალით.


ჩვენი მისიაა შევქმნათ ლიდერი კომპანია, რომელიც იდეასა და რეალობას შორის ზღვარს წაშლის, მაღალ სტანდარტებზე ჩატარებული ღონისძიება კი თანაბრად მიმზიდველი იქნება, როგორც ემოციურად , ასევე მატერიალურად, ხოლო, ემოციური და მატერიალური მიმზიდველობა ქმნის მოგებას , ქმნის ბედნიერების განცდას


ისტორია


ყოველ ქმედებას აქვს ათვლის წერტილი..


ზოგი მარტივად, ზოგი კი რთულად გადის იმ მინოსისეულ ლაბირინთებს, სადაც მინოტავრის ღრიალი თუ ჩუმი ფშვინვა გულისყურს სწვდება..


„არტივენთმა“ გაიარა ეს ლაბირინთები და ჩამოყალიბდა კომპანიად, რომელიც თავის თავში აერთიანებს გამოცდილ და კრეატიულ გუნდს;


„არტივენთი“ ეს არის ორგანიზაცია- თქვენთვის!


ფასეულობები


არტ ივენთის" ფასეულობები კომპანიის წარმატების ქვაკუთხედია. ჩვენ მოწოდებული ვართ უზრუნველვყოთ და შევინარჩუნოთ ხარისხი ყველა ასპექტში, რომ თითოეული ჩვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებიდან ჩვენმა კლიენტმა მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება და შედეგი

„არტივენთი“ არის ცოცხალი ორგანიზმი, სადაც მუდმივად ხდება განვითარება;